ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„ქვეყანასა და საზოგადოებაში შექმნილია მდგომარეობა, როდესაც ე.წ. “შუაშისტობა” უკვე საკუთარ სინდისთან კომპრომისს ნიშნავს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
წლების მანძილზე, მეც ამ “შუაშისტთა კოჰორტის” წარმომადგენელი ვიყავი. თუმცა, პროცესები ისე განვითარდა, რომ ამ ნიშაში დარჩენა შეუძლებლად მივიჩნიე.
როდესაც სადისტების და ჯალათების სექტა და მათი მხარდამჭერები (არა აქვს მნიშვნელობა რამდენი არიან!) მზარდი აგრესიით და დესტრუქციით გვებრძვიან საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, ებრძვიან და არყევენ ქვეყანას, საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატო და ძალიან მკაფიოდ. და მე მაქვს ეს პოზიცია!
ჩემი ერთი რიგითი მოქალაქის მტკიცე “არა” ნაცმოძრაობას და მათ სატელიტებს. და მტკიცე “კი” ამ ქვეყანაში მშვიდობას და წინსვლას!.
ნაცობა სირცხვილია”
კომენტარები