მარიამ იჩქიტიძე, სოციალურ ქსელში, გვერდზე, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, აქვეყნებს ვიდეოს და ფოტოს და წერს:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency ცოცხლები ხართ?მოგესალმებით,დილის 7 საათზე სამსახურში მისულს მომესმა კატის კნავილი რომელსაც როგორც შემდგომ მივაგენი ხეზე საკმაოდ მაღლა იყო ასული და ვეღარ ჩამოდიოდა. ნუ ჯერ 112ზე დავრეკე სადაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან გადამამისამართეს, ვიფიქრე მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდებოდათ – მაგრამ, არა.ანუ დილის 7 საათიდან შუადღის 4 საათამდე არანაირი კონტაქტი მათგან. ზუსტად რომ გადავთვალე 14-ჯერ დავრეკე და მხოლოდ “ყველა ოპერატორი დაკავებულია”ს ვისმენდი ყოველ ჯერზე.ანუ დავიჯერო ასეთი რთული იყო რუსთაველამდე მოსვლა?ამდენი გამოძახება იყო დილის 7 საათზე შესული რო თითქმის საღამომდე ვერავინ მოიცალა იმ საცოდავი კნუტისთვის?მოგეხსენებათ როგორი ტემპერატურაა გარეთ და ამდენი საათის დასიცხული და მწყურვალი კატა იქვე მომუშავე ძალიან კეთილმა ადამიანმა ძლივს ჩამოიყვანა კიბის დახმარებით, დიდი მადლობა მას.თუმცა ნუ დავუკარგავთ 4 საათზე დამირეკეს “კატა ისევ იქაა თუ ჩამოვიდაო?”სად ვცხოვრობთ ხალხო ვიცით ხო უკვე?არც ადამიანი და არც ყველაზე უსუსური არსებები არარიან დაცული.რატო იღებენ ამხელა პასუხისმგებლობას და ხელფასებს თუ მაინც არაფერი კეთდება.მეც და კატასაც წარგვეკვეთა სასო, თუმცა მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა
კომენტარები