თამო კეშელავა
სუსის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის დაკავებას, იმავე ღამითვე გამოეხმაურა, „სახალხო პარტიის“ უკვე ყოფილი წევრი (აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სოსო გოგაშვილი ამ პარტიაში გაერთიანდა), რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანი და დაწერა:
„“2012მდე ვისაც გვიჭერდით ისევ იმათ გვიჭერთ ხო თქვე ვირთხებო
თქვენ დედებს შე@ეცი მეც დამიჭირეთ თქვე ბო@იშვილებო თქვენ დედებს მოვ@@ნავ”
„ალია“ ლევან ონიანს დაუკავშირდა.
–არსებობს ვერსია, რომ შეიძლება სოსო გოგაშვილის დაკავება მოხდა დიპლომატიური კორპუსისთვის არჩევნების გაყალბებაზე ინფორმაციის მიწოდების გამო. როგორც გოგაშვილი ამბობს, ეს ინფორმაცია უკვე გადაცემულია და ამის გამო მისი დაკავება აზრს კარგავს. რაში დასჭირდათ მისი დაკავება ახლა?
–ეს იყო პოლიტიკური შიში. 2021 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციაზე საუბრობდა სოსო, 2021 წლის არჩევნებზე, ცხადია, მას ვერანაირი გასაიდუმლოებული ინფორმაცია ვერ ექნებოდა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც თავად ექნებოდა შეგროვებული და რომელიც, პრინციპში, მგონი, ისედაც ცხადად ჩანდა დაკვირვებული თვალისთვის. დაკავებას რაც შეეხება, გინახავათ ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი სახის დაკავება?
–არ მინახავს ჩინოვნიკების დაკავება ასეთი სპეცოპერაციით, თორემ, ისე როგორ არ გვინახავს, გვინახავს…
–კი, ამ სტატუსის მქონე ადამიანზე საუბარი, თორემ, ნარკომოვაჭრეების და მძიმე კრიმინალური დანაშაულების ჩამდენი ადამიანების დაკავებას არ ვადარებ, ცხადია. ადამიანი თავად უღებს კარს და ესენი მაინც იწყებენ კარის შენგრევას… იმ კარს ანგრევენ, რომელსაც თავად აღებს სოსო… ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებენ, რომ სოსოს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები. აცხადებენ, ჯერ სახლის გასაჩხრეკად მივედით და რომ გავჩხრიკეთ სახლი და „ვუპოვეთ“ იარაღი, მერე დავაკავეთო და ჩანს ვიდეოში აშკარად, რომ პირიქით მოხდა, მისვლისთანავე დააკავეს და მიწაზე დააგდეს. ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება – ამით ყველას უთხრეს, რომ თუ ხმის გაღებას გაბედავენ, იგივე ბედი ელით.
–სოსო გოგაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა წერილი, სადაც წერდა: „აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც)…“ – რა საქმეებზე საუბრობდა, ხომ არ იცით? რა საქმეები შეტენეს და რატომ შეიტენა? რის და ვის გამო? როგორ გგონიათ, რა ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავდა?
–მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საქმეებზე სასაუბროდ, მჯერა, ძალიან მალე გამოვა და ამ ყველაფერზე თავად ისაურებს, მათ შორის იმაზეც, რის გასაჯარაოებასაც აპირებდა. როგორც ადვოკატებმა თქვეს, ეს მასალები უკვე გადაცემულია მათთვის, ვისთვისაც უნდა ყოფილიყო გადაცემული და ამაზეც შეიტყობს საზოგადოება. რაც შეეხება დაკავების მიზეზს – როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, გოგაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი და მათ შეეშინდათ… მთავარი ისაა, რომ თავადაც არ იციან რისი შეეშინდათ, არ იციან, რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს… ადგნენ და სუსი–ს ყოფილ მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ ადამიანს იარაღი ამოუდეს ლოგინის ქვეშ და კარადაში…
–ასე დააკავეს უკანონო იარაღის მიზეზით თავის დროზე თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი… უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ადამია…
–დიახ, ზუსტად და რამდენი წლის წინ იყო ეს? მეთოდებს არ ცვლიან, წლებია ერთი და იგივე მეთოდებს იყნებენ.
–თქვენ დაწერეთ – „მეც დამიჭირეთ თქვე ბო@იშვილებო…“ – რისთვის უნდა დაგიჭირონ?
–რისთვის დაიჭირეს სოსო გოგაშვილი? იმიტომ დამიჭერენ მეც. იმისთვის, რომ სისტემას ვებრძვი. რისთვის დამიჭირეს, წინა ხელისუფლების, ნაცების, დროს 4 ჯერ?
–როცა წინა ხელისუფლების დროს გაკავებდნენ, სადმე, დაკავების დროს, ციხეში, საკანში, სასამართლოს ეზოში – ხომ არ შეგხვედრიათ დაკავებული მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, დიტო სამხარაძე და „ოცნების“ სხვა ლიდერები? იკვეხნიან, ჩვენც ვებრძოდით რეჯიმსო და მაგათ არ დასდევდნენ თუ ვერ ეწეოდნენ?
–(იცინის) – დიტო სამხარაძე მახსოვს, 2012 წელს, არჩევნების დღეს, 1-ელ ოქტომბერს რომ დააკავეს, მანამდე არ მახსოვს. 2007 წელს როცა დამაკავეს, მაშინ არც დიტო, არც ღარიბაშვილი, არც მდინარაძე, არც კობახიძე და არც სხვები არ მინახავს, ცხადია და არც ვიცი, სად იყვნენ. მართალია, ქვემო ქართლის ყველა „კაპეზეში“, ანუ, წინასწარი დაკავების საკანში ვარ ნამყოფი, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის მაშინ მე თვალი არ მომიკრავს.
–რამდენად აცდა 2012 წლის „ოცნება“ რეალობას?
–„ოცნება“ ნატვრაში გადაგვივიდა… ამიტომ, მე ჩემი ნებით დავტოვე პარტიული თანამდებობა, ქართული ოცნების რუსთავის აღმასრულებელი მდივანი გახლდით. მეორე დღესვე გადამაყენეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. ახლა ამაზე საქმის წარმოებაცაა დაწყებული, არც დაუმალავთ ჩემს ყოფილ კოლეგებს, რა იყო ჩემი გადაყენების მიზეზი. ერთს ვიტყვი, ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.
–ივანიშვილიც?
–რასაკვირველია. ისაა ამ ყველაფრის შემოქმედი.
–ივანიშვილმა დაიჭირა დღეს სოსო გოგაშვილი?
–თქვენ როგორ გგონიათ, მის გარეშე ვინმე გაბედავდა სოსო გოგაშვილის დაჭერას? – ვერა!
კომენტარები