ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“მეც მანახეთ, სად პოულობთ ამ ღირსეულ პოლიციელებს. რომ წერთ, პოლიციელი გმირია, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავს და ასე შემდეგ. არ ვიცი, სად არიან, სად, რა ადგილებში ხვდებით თქვენ მათ. ვერ იქნება მაგ სისტემაში პოლიციელი ღირსეულად, რადგან სისტემაა ეგეთი. ღირსეულის ადგილი არ რჩება.
გამონაკლისები არსებობენ ალბათ, მაგრამ იზორიას ძმის ამბავი გაიხსენეთ. მაშინ პოლიციელმა შეასრულა მოვალეობა და გამოაგდეს. ანადგურებენ პროფესიულად და ადამიანურად.
– ახალგაზრდებს ურტყამენ.
– ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
– მიტინგებზე ხალხს ასისხლიანებენ.
– აქციის მონაწილეებს შეშას ართმევენ.
– 5 ივლისს ხელი არ გაუტოკებიათ.
– უსამართლოდ 2000-ლარიან ჯარიმებს წერდნენ კარანტინის დროს.
– არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე კოორდინატორებად აქციეს
– ქუჩის კრიმინალები თავზე ასხედან
– დაარბენინებენ ქართული ოცნების ოფისებთან.
– ივანიშვილის დაცვად არიან ქცეული.
ყველა პოლიტიკურ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და ყველაფერს ნულიდან არ ავაშენებთ, სულ ასე იქნება. პოლიციელები სულ ასეთები იყვნენ, რაც თავი მახსოვს.
გავიხსენოთ მიქაუტაძის საქმე.
ახლახან წააგო სახელმწიფომ სტრასბურგში. 2013 წელს პოლიციაში დაიბარეს, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. გამოვიდა დაკითხვიდან, მეორე დღეს ავიდა თბილისის ზღვაზე და თავი მოიკლა. ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჭიკაიძე – იმ სამმმართველოს უფროსი, სადაც მიქაუტაძე ჰყავდათ მიყვანილი.
აბა რა მოხდა :
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია… გარეგნული დათვალიერებისა და შინაგანი გამოკვლევის შედეგად, დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები“.
კომენტარები