„ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი:
„გუშინ რაც ვიხილეთ, გამახსენდა ადამიანები მეშვიდე განყოფილების დილეგებში, მაგალითად, მირცხულავა, სულხან მოლაშვილი – რა პირობებშიც ისინი იყვნენ საკანში გამოკეტილი და რა პირობებშიც სააკაშვილი არის ახლა. მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან, ეს ადამიანი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები. გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში. დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და იქნება ჯანმრთელი. ღმერთმა დაგვიფაროს, სააკაშვილი ან რომელიმე სხვა პატიმარი იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, როგორშიც ის ამყოფებდა პატიმრებს. ეს იქნებოდა შურისძიება. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ისეთ პირობებში, როგორშიც სხვა პატიმრები არიან. ადამიანი ციხის საკანს თუ ვერ ეგუება, როგორც მისი ექიმები ამბობენ, ეს უნდა გაითვალისწინოს მაშინ, როცა დანაშაულს სჩადის. წელიწადზე მეტია, ვისმენთ სპეკულაციებს, როგორ პირობებში არის, მომაკვდავია, ფეხზე ვერ დგება. ვიხილეთ კადრები, როდესაც ის თავს ესხმოდა თანამშრომლებს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, ტყუილია, რომ მომაკვდავია, ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს“
კომენტარები