მწერალმა დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა:
“შევხვდი მამა კირიონს, არასოდეს შემპარვია ეჭვი მის გულწრფელბაში, მაგრამ მასაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, ეს ადამიანები სიმართლის დასადგენად კი არ დააკავეს, არამედ ჩათვალეს, რომ წინასაარჩევნოდ ეს იქნებოდა კარგი საშუალება, რომ ეთქვათ ის, რასაც გამოიყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ
ძალიან გამიხარა, რომ გაათავისუფლეს, მაგრამ გგონიათ მე არ მაქვს შეკითხვები ივერი მელაშვილთან? ძალიან დაინტერესებული ვარ და მეც მაქვს შეკითხვა, ამ პროცესში მე რაც მარტივად მეჩვენება, რატომ არ გვარდება ასე მარტივად, ვინ არის და რა არის შემაფერხებელი?, მაგრამ მე რომ შეკითხვები მაქვს ეს სულ არ არის საკმარისი ადამიანის დასაპატიმრებლად”
კომენტარები