„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და სააკაშვილის შემდგომ რეაქციაზე წერს:
„სააკაშვილზე გაბუნიამ რა თქვა?
– დიდად არ მევასებაო
– მაგრად ვაფასებ რაც გააკეთაო
– ერთპიროვნულ მმართველად არ უნდა დაბრუნდესო და ვერ დაბრუნდებაო.
ამაში რა არის ცუდი? არაფერი.
როცა გვატყუებს – სააკაშვილიც მაგას ამბობს.
მაგრამ სააკაშვილის რეალური სურვილი მაშინ ჩანს, როცა ასეთ, ერთი შეხედვით ნორმალურ განცხადებებზე, ასე ავადმყოფურად რეაგირებს.
იდიოტი ეძახა ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ის არ ევასება და ერთპიროვნული მმართველობა არც მისი უნდა, არც ივანიშვილის.
იცით რატომ? იმიტომ რომ რეალურად მიშას ზუსტად ის უნდა, რაც დაკარგა! არცერთი მისხალით ნაკლები!
Sick!
p.s. ვერ მიიღებს სააკაშვილი იმას, რაც რეალურად სურს. არცერთი წინაპირობა არ არსებობს ამისთვის. რა კვლევასაც აფრიალებს სასოწარკვეთილად, იმავე კვლევაში წაიკითხავდა სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი და გაითვალისწინებდა.
ერთადერთი, რასაც იზამს, ქოცებს მისცემს თემას მორიგ ჯერზე.
p.p. s. რა მონაცემსაც აფრიალებს – 60 პროცენტს სურს ჩემი დაბრუნებაო. მეც ვარ მაგ 60 პროცენტში. მეც ვაფასებ რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთა და მეც მინდა რომ აქ იცხოვროს. უსამართლობაა რომ აქ არ არის!
მაგრამ მინიმალური სურვილი არ მაქვს, ის ხელისუფლებაში ვიხილო.
რა შუაშია საერთოდ ეგ სლაიდი მის ხელისუფლებაში ყოფნასთან?„
კომენტარები