“ტელეკომპანია კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ეჭვი მაქვს მეც ვიგულისხმები დასაჭერებში. გუშინ ვთქვი ციხეზე შტურმი მოვაწყოთთქო მომაკვდავი ადამიანის საავადმყოფოში გადასაყვანად. ჩლუნგებს ყველაფერი სახელმწიფო ხელისუფლების და კონსტიტუციური წესწყობილების ძალადობრივი დამხობა გონიათ. იურისტი რად უნდათ, ჟუჩოკ–კამერების დამყენებლების და კრებსების მჯღაბნელების მეტი არავინ ჭირდებათ.
“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”– ილია ჭავჭავაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia
არაფორმალი მმართველის დამხობაც არაკონსტიტუციურია? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia“
სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას – “რევოლუცია”.
ათასობით ასეთი წერილია უკვე სოციალურ ქსელში და სუს-ს ამ დღეებში, ვრცელი მოხსენებების დაწერა მოუწევს, როგორც ჩანს.
კომენტარები