„ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევა, ამ 66-დან 40 შემთხვევა არის ჩვენს ცენტრში. 40-დან 5 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. სხვა ცენტრებში ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევაა. 40-დან ჩვენ უკვე გავწერეთ 8 პაციენტი, ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. დღეს ალბათ მე-9 პაციენტიც დატოვებს საავადმყოფოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ხუთივე ახალი პაციენტი აშშ-ში იმყოფებოდა და ისინი საავადამყოფოში გუშინ შემოიყვანეს.
„გუშინ 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა“. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები