ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“მეწყერსაშიშ ზონაში რა უნდოდა სასტუმროსა და კოტეჯებსო.
ხალხო, მთიანი სოფლების დიდი ნაწილი არის გაშენებული მსგავს მეწყერსაშიშ ზონებში.
წვიმების სეზონზე წყალმოვარდნები და მეწყერები არის ამ ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობა.
მაგალითად, ლეჩხუმში, ჩემს სოფელში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეწყერმა რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლა. მდინარე კვერეშულას ნაპირებზე დღემდეა შემორჩენილი მეწყერისგან ჩამოტანილი ლოდები. ერთ-ერთი მაგალითად 3-5 სართულიანი კორპუსის სიმაღლისაა და ხეები იზრდება ზედ, იმხელაა.
სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ მეწყერსაშიში ზონები გაამაგროს და ადრეული აღმოჩენის სისტემები დანერგოს და სადაც ეს შეუძლებელია ან არაადეკვატურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლების გეგმა ჰქონდეს.
ბუნებრივი კატასტროფები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ კიდევ მოხდება.
ნორმალურ ქვეყანას ბანანის რესპუბლიკისაგან განასხვავებს არა ბუნებრივი კატასტროფა, არამედ კატასტროფაზე სახელმწიფოს სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება.
და ჩვენ გვაქვს ბანანის რესპუბლიკის რეაქცია.
ბევრს ვილაქლაქებთ და რაღაცის გამოსწორების მაგივრად, მომდევნო ტრაგედიამდე დავიშლებით!”
კომენტარები