კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეში ბექა ჯაიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც 1-ელი მაისითაა დათარიღებული და სადაც საზღვარგარეთ მყოფი კესარია მუსერიძეს ეუბნება:
,,ეს ერთი თვე სულ მივარდებოდა სახლში და უარესებს აკეთებდა და წამოსული რომ ვარ, მაინც მიდის სახლში, მაინც არ მანებებს თავს. “ჩამოდი, ჩამოდი”, მანიპულირებს, მენატრები. თავისმა ძამაკცმა მითხრა, რომ იმიტომ გიბარებსო, რომ იძახის, დავბრიდავ და თავსაც მოვიკლავო, მაგას ასე ვუყურო, ვერ ავიტანო. სულ მეუბნებოდა ისე, თუ დაგშორდებიო, დაგბრიდო მირჩევნიაო, იმიტომ, რომ ჩემს მერე რომ სხვასთან წახვიდე, მაგას ვერ ავიტანო. ეგეთი ტიპია, ავადმყოფია, ხომ ხვდები, გამწარებულია, რომ დავშორდი. და რომ დავშორდი, ვითომ წამლები დალია და თავს იკლავდა, ოღონდ ვითომ. კამერით დამანახა და თვითონ მივიდა საავადმყოფოში ამოსარეცხად. ასეთი მანიპულატორი ტიპია და რომ ჩამოვიდე, უეჭველი ვიცი, მაინც მომადგება“
კომენტარები