თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს, ზაქრო ვარდიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის ცნობით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე. დაკავებული ბრალს აღიარებს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები