გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მეუფე ექვთიმე ლეჟავას განმარტებით, აუცილებელია რისკები გავითვალისწინოთ. მისი თქმით მორწმუნეებმა ტაძარში ვერ მისვლის გამო სინდისი არ უნდა დაიმძიმონ.
„ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან წესები და ნუ დაიმძიმებენ სინდისს, თუ არ მოვლენ ტაძარში. ეკლესიები არ დაიკეტება, თუ ვინმეს უნდა მოსვლა დაესწრება კიდეც ლიტურგიას, მაგრამ, მოსახლეობას ვურჩევთ, რომ დარჩნენ სახლში. არ მიიღონ ისე, თითქოს ისინი ეკლესიის წინაშე არასწორს აკეთებენ“, – აღნიშნა მეუფე ექვთიმემ.
,,იმედინიუსი”
კომენტარები