პოლიტიკოსი, გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” მეუფე იაკობის გუშინდელ ქადაგებას გამოეხმაურა და თქვა:
სასულიერო პირის ამ განცხადებას გიგი უგულავა გამოეხმაურა. მან თქვა, რომ იაკობი თავის დროზე “კუდის” ნაკურთხი იყო და ახლა “სუსმა” გადაიბირა…
“უკრაინასთან დაკავშირებით მისი საუბარი ისეთი ზერელე და დილეტანტურია, საერთოდ მისი ლექსიკა, მანერაც საუბრის, ეპისკოპოსის კი არა, საჯარო საუბრის წესებს სრულიად სცდება…. ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, ბოლოს და ბოლოს, ერთ კაცს ხომ არ უნდა გადააყოლოთ ყველაფერიო, მინდა, მას შევახსენო სახარება, როდესაც 99 ცხვარი დატოვა და იმ ერთს გაეკიდა. უძღები შვილის იგავ-არაკი, მთელი სახარება ამაზეა აწყობილი, რომ ის ერთი კაცი უნდა გადაარჩინო. ეს არის სახარება და ეს არის ქრისტიანობა, რომელთანაც მას არ ჩაუვლია.
ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს სისტემა, რომელსაც ვიღაცა თავში მოაჯდება, ვიღაცას ეს სისტემა ფეხს მოაჭამს და ციხეში ჩააგდებს, მაგრამ სისტემა რჩება და ეს არის ის რიგითი პოლიციელი, რომელიც დღეს უარყოფდა, – ბიჭი მე არ მიცემიაო.
სისტემა არის მეუფე იაკობი, ის არ არის საპატრიარქოს ნომენკლატურა, სისტემის ნაწილია… საქართველოს ეკლესიაში ყველამ კარგად იცის, რომ თავის დროზე კუდ-ის ნაკურთხი იყო და შემდეგ სუს-მა გადაიბარა. მათი მეგობარია, თავის დროზე ორგანოებმა გაქაჩეს იაკობი და ახლა ამ ორგანოების დავალებებს ასრულებს მეგობრულად.100%-ით ვიცი, რომ ასეა, საჯაროდაც მაქვს ნათქვამი, მე კი არა, მთელმა ეკლესიამ იცის. ცუდი და საშინელება ის არის, რომ ეს სისტემა ალაპარაკებს. ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვლება, თუ ეტყვიან, უკვე იმათ წინააღმდეგ ილაპარაკებს, დღეს ვისაც ემსახურება. სუს-ი და კუდ-ი ხომ არაფრით განსხვავდება, ხალხი იგივე დარჩა, ხელმძღვანელი შეიცვალა, თორემ სისტემა არ იცვლება”
27 იანვარს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას რუსეთი და ამერიკა ორ ვეფხვს შეადარა, ჩინეთი კი მაიმუნს, რომელიც “ზის ხეზე და ორი ვეფხვის ჭიდილს უყურებს”.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმე ციხეში მოხვდება, არ უნდა იტიროს…
კომენტარები