თეოლოგი გოჩა ბარნოვი სამართალდამცველებს ურბნისისა და რუსის ეპარქიით დაინტერესებისკან მოუწოდებს და აცხადებს:
“ურბნისისა და რუისის ეპარქიაში დანებისა და იარაღის ტრიალი – ქუჩური გარჩევები, ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავია. ეს ეპარქია საერთოდ გასაუქმებელი, ხოლო მისი მღვდელმთავარი მეუფე იობი ეკლესიიდან საერთოდ განსაკვეთია.
წინა ხელისუფლების დროს იქ იარაღის საწყობებიც კი აღმოაჩინეს. არსებობს ამ ეპარქიის უამრავი კავშირი რუსებთან. ეს არის ყველაზე საშიში ეპარქია საქართველოს ეკლესიაში. ვის ჰქონდა შეტანილი იქ იარაღი, ვერ გეტყვით. შინაგან სამინისტრომ ნახოს და დადოს ის მონაცემები, რაც ამ ეპარქიაში არსებობს.
მეუფე იობი არის ეკლესიიდან განსაკვეთი იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებს. ის არღვევს ყველანაირ პრინციპსა და კანონებს ხელდასხმებთან და ბერად აღკვეთასთან დაკავშირებით.
მან, ფაქტობივად, თავის ეპარქიაში თავი მოუყარა სხვადასხვა მიმართულების ადამიანს, რომელიც საეკლესიო განაწესებსა და კანონებს არ ემორჩილება. ამ ეპარქიაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებაა საჭირო
მსგავსი შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოვლენით შეიძლება შემცირდეს -გაუქმდეს ეპარქია და აღდგეს ის ძველი რუის-ურბნისის ეპარქია. ხოლო მეუფე იობი უნდა იქნას ჯერ გაყენებული. მან უნდა გასცეს პასუხი უამრავ კითხვაზე – რა უფლებით ასხამს პატარა ბიჭებს ხელს, რომელთაც ჯერ არ აქვთ ასაკი ხელდასხმის. ანუ, აბსოლუტურად დარღეულია მსოფლიო კრებებისა და ადგილობრივი კრებების კანონების მიერ დადგენილი საეკლესიო წესები. აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა.
ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი გაუნთლებელია. მათ წარმოდგენა არ აქვთ თეოლოგიაზე და საეკლესიო სამართალზე. განუკითხავად მართავენ თავიანთ ეპარქიებს და შედეგად, ჩვენ ვდედავთ იმ კრიმინალს, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში არსებობს“
თეოლოგის ბრალდებებთან დაკავშირებით, “2020NEWS“ რუის-ურბნისის ეპარქიის წაინამძღოლთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
ინფორმაციისთვის, ურბნისისა და რუსის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე იობი არაერთი სკანდალური განცხადების ავტორია. მან ბოლოს ქადაგებისას განაცხადა: “კორონავირუსი ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზია“ და “ახლა რეპეტიციაა, თუ რამდენად გაუწევს ხალხი წინააღმდეგობას საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც საგანგებო მდგომარეობა ჰქვია“.
2020 ნიუსი
კომენტარები