შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების განცხადებას, ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე, ნანა გოთუა ეხმიანება
“დამნაშავე უნდა დაისაჯოს მეუფე იოსებ…სული ამოხადა ადამიანებს და თქვენ ბევრი იცით თქვენს ირგვლივ ასეთი ოჯახები.პრეზიდენტობა ინდულგენცია კი არ არის , ყველაფერი გეპატიოს. პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ეს თქვენი ნებაა და ამაში ხელს ვერავინ შეგიშლით. სამართალს ელოდა უამრავი გაუბედურებული ოჯახი და რას ვეუბნებით იმ ადამიანებს?
გამოუშვით მაშინ ციხიდან პატიმრები, იმათ დარწმუნებული ვარ, ასეთი მძიმე დანაშაული საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, არ აქვთ ჩადენილი.”
კომენტარები