მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის შეურაცხყოფის გამო ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ეკლესიიდან განკვეთას მოითხოვს.
“მეუფე პეტრე უნდა განიკვეთოს”,- აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია და იქვე აცხადებს:
“პატრიარქს არავის დაცვა არ სჭირდება, მას ღმერთი იცავს. ამდენი წელია ეპისკოპოსია, 3 წლის წინ გაიგო, რომ სასულიერო პირები ცუდები არიან, პატრიარქი რომ ცუდია?! ჯერ ამბობდა, რომ პატრიარქი კარგი ადამიანია და გარემოცვაა ცუდიო. მაშინ ვერ უპირისპირდებოდა. ზვიად გამსახურდიაზე რასაც აბრალებს პატრიარქს, ეს ადრე არ იცოდა? სამი წლის წინ გაიგო, თუ თოთო იყო მაშინ?! ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა.
გთხოვთ ტელევიზიებს, ეკლესიის მტრები ნუ იქნებით. მედიამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს, მაგრამ არა ცალმხრივად,”- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები