სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“იობი აქიაშვილი დაუკავშირდა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელსაც მოუწოდა სიმშვიდისკენ და განუცხადა – “მალე სიმართლე იზეიმებს, რაც სინოდზე მოხდა, იყო წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი. ის მღვდელმთავრები, რომლებიც ყველაზე მეტს ყვიროდნენ, სხდომის წინა დღეს შეიკრიბნენ და წინასწარ დაგეგმეს პროცესების ამ ფორმით განვითარება. ფაქტიურად სინოდს თქვენთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მხოლოდ პატრიარქმა წაიკითხა განჩინება და დაასრულა სხდომა”. აქიაშვილმა ასევე განმარტა – “ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ რუსული ფრთა ძლიერდება, ვინც აქტიურობდა, ყველა რუსული იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ, სერგის (სავარაუდოდ გულისხმობს ნეკრესის მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს) სულიერი შვილები არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ყველაფერი”.
საუბრის დასასრულს, აქიაშვილმა ცაავას განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ესტუმროს ჭყონდიდის ეპარქიაში და ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა” – ნათქვამია სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში, რომელიც 2019 წლის 1-ელი ნოემბრით თარიღდება.
წყარო: „ტაბულა“
კომენტარები