სამების ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა:
„ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.
სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.
ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“
კომენტარები