პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, მისი შესაძლო მოწამვლის საქმეზე სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. ინფორმაცია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ჟურნალისტებს სიონის ტაძართან დაუდასტურა.
რაც შეეხება სხვა სასულიერო პირებს, ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მისთვის უცნობია გამოიკითხნენ თუ არა სხვა პირები.
“რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამით როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს. ამას უწყებები იძიებენ და რა თქმა უნდა, დაფარულია. აბა, დაფარული რომ არ იყოს, როგორ გამოიძიებენ? თქვენ რაღაცნაირად ჟურნალისტები ახერხებთ და იგებთ ამბებს, მე ამის უნარი არ მაქვს.
მე მეუფესთან ურთიერთობა მაქვს, ვეკითხები და ძირითადად მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა როგორია. მეუფე ცუდად რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის და მეუფეს რომ რაღაც საფუძველი აქვს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, ვერც კი ვფიქრობ ამას, რაღაც ფანტასმაგორია მგონია ეს ამბავი.
სამწუხაროდ, მძიმე მეტალები ყველა ჩვენგანის ორგანიზმში არსებობს,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები