“ქართული მარში” წევრი, გიორგი გაბედავა, იმ სასულიერო პირებს პასუხობს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მოაწერეს ხელი:
“ესეთი ეპისკოპოსები სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთხელაც არ არის ციხეში ნამყოფი როგორც ჩანს, თორემ ამ განცხადებას არ გააკეთებდა. არც მეუფე ნიკოლოზი! პატრიარქი სააკაშვილის რეჟიმის დროს მოუწოდებდა სასულიერო პირებს პატიმრებთან ხშირ შესვლას, მხოლოდ მოძღვრები და რამდენიმე ეპისკოპოსი შემოდიოდა ციხეებში, და გვერდში გვედგნენ პატიმრებს. ალბათ გახსოვთ მიშამ 150 მოძღვარს რომ აუკრძალა ციხეებში შესვლა, ეგ ის პერიოდია. ბევრი პატიმარი მოინათლა იმ პერიოდში და ბევრმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, როს გამოც აეკრძალათ მოძღვრებს შესვლა ციხეებში. სამარცხვინოა, პრადოს ჯიპში გაცვლილი ადამიანობა მეუფევ! ვიცი ყველას რა ქრთამებსაც გაძლევდათ მიშა… მრცხვენია თქვენს მაგივრად”
კომენტარები