მეუფე ზენონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ეპისკოპოსიბიდან გაათავისუფლეს, საგანგებო განცხდებას ავრცელებს:
„ჩემი მცდელობის მიუხედავად, რადგან შეუძლებელი ხდება პირდაპირი კომუნიკაცია ადმინისტრაციული საპატრიარქოს უფლებამოსილ პირებთან და ვერ ვიყენებ ეპარქიის ოფიციალურ ბლანკს, იძულებული ვარ გამოვიყენო ფეისბუქის პირადი გვერდი, რისთვისაც საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს.
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართული ე. წ. სინოდალური კომისიის სხდომის ამსახველი დოკუმენტზე პასუხისმგებელ და ხელმომწერ ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს;
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსებს მიტროპოლიტ შიოს და მიტროპოლიტ თეოდორეს.
თქვენო მეუფებავ,
კანონიკური ვალდებულების გათვალისწინებით, გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამომიგზავნოთ, კათოლიკოს- პატრიარქის სახელზე მომზადებულ დასკვნის წერილში თქვენს მიერ ნახსენები ე. წ “დოკუმენტები” სრული შემადგენლობით ეპარქიის მითითებულ ოფიციალურ იმეილზე g.orthodox@yahoo.co.uk
კანონიკური ვალდებულებაა ვიცნობდე აღნიშნულ “დოკუმენტებს”, რათა სამომავლო სინოდის სხდომაზე წარვსდგე სათანადოდ ინფორმირებული.
მითუმეტეს, როგორც დასკვნაშია აღნიშნული “ წმ. სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ დოკუმენტაციას”, ხოლო ჩემთვის ამ დრომდე უცნობია თუ რა დოკუმენტაციას გაეცნო 15 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შეკრებილი მღვდელმთავრების ნაწილი, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ჩემთვის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კათედრის ჩამორთმევის.
ასევე, სავალდებულოა დასახელებული იყოს წყარო თუ ვისგან იქნა მოწოდებული ე. წ დოკუმენტები.
პატივისცემით + მთავარეპისკოპოსი ზენონი“
კომენტარები