საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, სადაც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს.
„ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშის დაქირავებული სპიკერი TV-ში აცხადებს რომ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს. პოლიტიკა ეს ის ასპარეზია, სადაც ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და კონკრეტულ საქმეებზე დაფუძნებით“, – წერს სააკაშვილი.
პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა „კვირის აქცენტებში” განაცხადა, რომ პოლიტიკურად მომავალში ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც მიხეილ სააკაშვილს ვერ ხედავს.
„ბიძინა ივანიშვილის ვერ დანახვასთან ერთად, პოლიტიკურად ვერც მიხეილ სააკაშვილს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები