ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემა Forbes Talks-თან ამბობს:
„ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 73% არის ორჯერადად აცრილი, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 30 ათასია.
30 ათასი როდესაც იყო ახალი შემთხვევები იანვარში, მაშინ მათ ჰქონდათ დღეში 700-800 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს კი ბრიტანეთში 30,000 ავადობის მიუხედავად ვირუსით დაიღუპა 39 ადამიანი.
60-მილიონიან ბრიტანეთში იმაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 3-მილიონიან საქართველოში.
ლაპარაკია იმაზე, რომ არ მოხდეს გადატვირთვა ჰოსპიტალური სექტორის.
თუკი ჩვენ სრული დისბალანსი წარმოგვექმნა პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, რადგან მარტო საწოლი ხომ არ არის, პაციენტს ექიმი უნდა, მედდა და სანიტარი. რაც არ უნდა საველე ჰოსპიტლები მოვაწყოთ. შესაბამისად ბალანსირებული მართვის პრინციპები გვექნება.
მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში სრულიად მართვადია პანდემია და მოსახლეობის 28% უკვე აცრილია“
კომენტარები