როგორც ცნობილია, ჩინეთმა რამდენიმე ქალაქი უკვე ჩაკეტა, სადაც ახალი კორონოვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. განსაკუთრებული კარანტინის რეჯიმი მოქმედებს ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსი პირველად იქნა დაფიქსირებული. ქალაქში არსებულ ვითარებაზე BBC-ს ყაზახეთის მოქალაქე მოუყვა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
“23-ში 22:30-ზე აეროპორტი დაიხურა. 24-დან ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია. არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები, იშვიათია ტაქსი. იმ ყაზახებმა, ვინც ჩემთან ერთად იქვნენ ქალაქში, 23-ში მოასწრეს პეკინში წასვლა და სამშობლოში გაფრენა. მე ჩავრჩი. არადა ახლა ჩინური ახალი წელია. ბევრი სტუდენტი სახლშია წასული. უმაღლესმა სასწავლებლებმა არდადეგები ჯერჯერობით 6 თებერვლამდე გააგრძელეს, თუმცა, ამბობენ, რომ სწავლა შეიძლება 1 თვით დაიხუროს. ვინც აქ დარჩა, მოუწოდებენ სახლიდან ძალიან იშვიათად გამოვიდნენ. დილით, სპეციალური ნიღბით გავდივარ მაღაზიაში და ვყიდლობ რამდენიმე დღის საჭმელს. ზოგიერთ სასწავლებლებში, სტუდენტებისთვის თავად მოაქვთ საჭმელი, რათა გარეთ არ გავიდნენ. …” – ყვება ყაზახეთის მოქალაქე.
მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ სპეციალური საიტი შექმნა სადაც მოქალაქეთა ქცევის წესებია აღწერილი. მათ შორის ხელების დაბანის, საჭმლის მირების, ქუჩაში სიარულის. ასევე განმარტებულია, თუ რა სახის სპეციალური ნიღაბია საჭირო, რათა ქუჩაში მოსიარულე დაცული იყოს.
ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ უიმედოდაა.
“ადგილობრივები, განსაკუთრებით უფროსი თაობა გაზაფხულს ელოდება. მათ მიაჩნიათ, რომ გაზაფხულის მზე მოკლავს ვირუსს. ასევე ჰგონიათ, რომ ალკოჰოლის მიღება მათ დავირუსებისაგან დაიცავს… ამიტომ ჩემი მეზობლები მთელი დღე მთვრალები დადიან,” – აცხადებს BBC-ს რესპოდენტი.
კომენტარები