სკანდალური ამბის ადრესატი, ექიმი, რომლის ბინიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გახრწნილი ხორცი და სხვადასხვა მასა ამოიღო, ამბობს, რომ მეზობლებს დეზინფორმაციისთვის, სასამართლოში უჩივლებს.
ექიმ-თერაპევტი ამტკიცებს, რომ ხორცი 10 კილოს არ აღემატებოდა და გახრწნის მიზეზი, გაფუჭებული მაცივარი იყო.
„ნამდვილად ვიცი, რა მქონდა მაცივარში და გამოძიება ყველაფერს იტყვის. ყველაფერი, რასაც აცხადებენ, ცილისწამებაა. როცა გამოძიება დამთავრდება, ყველაფერს პასუხს გავცემ. ალბათ, ადვოკატის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებ. ბინაში არ ვიმყოფებოდი. საუბარია ნარჩენების ამოღებაზე, (ხორცი) გაფუჭდა და, უბრალოდ, მისი გადაყრა ვერ მოვასწარი და მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი. რომ ამბობენ, დიდი რაოდენობაო, არ ვიცი, დიდ რაოდენობაში რა იგულისხმება. მაქსიმუმ, 5-დან 7 კილომდე იქნებოდა. ეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს“, – თქვა ქალბატონმა.
შეგახსენებთ, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის მუხლით იძიებს. ექსპერტიზის პირველადი შედეგებიც ცნობილია, ექსპერტიზის დასკვნით, გახრწნილი მასა საქონლის ხორცია.
კომენტარები