“ტვ პირველის” ინფორმაციით, სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.
მეტიც, ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტმა საყვარელს თბილისში ბინა შეუძინა და ეპარქიის ფინანსებით სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარა და ავეჯიც შეუძინა.
ისტორია ამით არ მთავრდება, სასულიერო პირს, ფაილების მიხედვით რომანი ჰქონდა მონაზონთან, რომელსაც საყვარლის თვალთვალისთვის იყენებდა:
“ბოლო პერიოდში მიტროპოლიტი ეჭვიანობის ნიადაგზე ახორციელებს ფარულ, უკანონო მეთვალყურეობას. ამავე დროს მიეკუთვნება პოლიტიკურად მოტივირებული მღვდლების რიცხვს. ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს ბიზნესმენთან და ყოფილ მინისტრთან. წარსულში ეპარქიის დედათა მონასტრის მორჩილი დაუახლოვდა მიტროპოლიტს. ანაზღაურების სახით იღებს 1200 ლარს. მიტროპოლიტმა 2014 წელს 37 000 აშშ დოლარად ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ერთოთახიანი ბინა. ასევე ეპარქიის სახსრებით ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შეიძინა ავეჯი, რომელთა საერთო ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.
მიტროპოლიტმა ეპარქიის მონაზონს და ერთ-ერთ საყვარელს დაავალა ფარული თვალთვალი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს სამოქალაქო სამოსში გადაცმულმა მონაზონმა მის საცხოვრებელ კორპუსთან დააფიქსირა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, თუმცა თვალთვალის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ისინი გაემგზავრნენ მანქანით.
მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, მონაზვნისთვის შეიძინოს მანქანა და ფოტოკამერა, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს სრულფასოვანი თვალთვალის განხორციელება და დააფიქსიროს თვალთვალის ფაქტი.
ფიქრობდა, თავად მიეღო თვალთვალში მონაწილეობა, თუმცა თვლის, რომ სათანადოდ შენიღბვას ვერ შეძლებს და გაიშიფრება.
მიტროპოლიტი ღალატის ფაქტს მტკივნეულად განიცდის. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მას დაკარგული აქვს სიფრთხილის შეგრძნება. მონაზვნის დახმარებით თვალთვალის განახლებას გეგმავს მიმდინარე წლის 30 აგვისტოსთვის. ამის გათვალისწინებით, მიზანმიმართულად მიგვაჩნია, დაფიქსირებულ იქნას თვალთვალის ფაქტი, შემდგომში ოპერატიული საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით”- წერია ფაილებში.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები