საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“მგონი ამ ამერიკელი ექსპერტის მდგომარეობის შესაფასებლად ცალკე ექსპერტი დაგვჭირდება!
რას ეყრდნობა მისი მსჯელობა?
დედამისმა რომ თქვა, ადვოკატი რომ ამბობს, გარეგნულად რომ ეტყობა და მედია რომ მასზე ლაპარაკობს, ხალხს სწორედ ამიტომ არ სჯერა მანიაკის ავადმყოფობისა! ამიტომ არის დარწმუნებული, რომ მანიპულატორი და სიმულანტია!
და ამ ამერიკელ ექსპერტ-ფსიქიატრზე რა თქვა დედამისმა, რას ამბობს ადვოკატი?!
გარეგნულად კმაყოფილება კი ეტყობა და კიდევ უფრო გაიბადრება, თუკი ჰონორარს გაუზრდიან!”
კომენტარები