„ნაცმოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი:
„ამას წინათ “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში წარმოადგინა მხარდამჭერი ახალგაზრდების ფოტოები და ამ ფორმით მიანიშნა მაყურებელს: ნაციონალური მოძრაობის მომავალი აი, ესენია, ნუგზარ წიკლაური კი წარსულიო. პირდაპირ ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ ასე აღიქმებოდა. ახალგაზრდებისთვის ჩვენი დიდი მოძრაობა გაცილებით მეტად უნდა იყოს მისაზიდი, მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ უსიამოვნო იყო ახალგაზრდების სახეების, სახელებისა და გვარების ამ რაღაც შიდაპარტიულ დაპირისპირებაში გამოყენება. მინდოდა ამაზე ერთ-ერთ სასამართლოზე მიშას ნათქვამის გახსენება: რასაც ძალიან ვნანობ, განვიცდი და თავს არ ვპატიობ არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წლებში დავუშვით ადამიანების ასაკის მიხედვით ჩამოწერა, რაშიც ბევრი ძალიან წესიერი, ღირსეული და თავის საქმის პროფესიონალი სრულიად უსამართლოდ მოყვა. ახალგაზრდები ვიყავით, აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებდით და ეს უმძიმესი შეცდომა მოგვივიდაო.
მგონი ჩვენს პარტიაში უფრო ყურადღებით უნდა გვესმინა მიშასთვის. ის საკუთარ თავს და თავის თაობას ხიდად სთავაზობდა ახლებს. ნუგზარიც მიშას თაობაა და კიდევ ბევრი, ბევრი აქვს სათქმელი, მათ შორის მომავალი თაობებისთვის.“
კომენტარები