“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქალების კვოტირებას არ ვემხრობოდი არასდროს, ამ ქვეყანაში, და ჩემი მენეჯერული გამოცდილებით, მგონი კაცები უფრო იმსახურებენ კვოტირებას.
საერთოდ არც ერთი უჯრედის დონეზე არ მესმის ქალი როგორაა კაცზე ნაკლები, როგორა შეიძლება სქესის გამო ხელფასი ნაკლები ქონდეს ქალს, საერთოდ არ მესმის და არც ჩემ წრეში ვაწყდები.
ზოგადად, ამერიკული განათლებაც, შინაგანი განწყობა და ლოგიკაც არავითარ სიმპატიას არ მიჩენს პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართ. მაგრამ, ვინც ამ საკითხის სპეციფიკაზე მუშაობს, ერკვევა ჩემზე უკეთ და ფლობს სიტუაციას, აი ამ ხალხს სრულიად ვენდობი. ამიტომაც, ვეთანხმები ქალების კვოტირების თემას საპარლამენტო სიაში და გამეხარდება, თუ მიიღებენ.”
კომენტარები