ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,გავარკვიე ეკონომიკურ სუვერენიტეტში რას გულისხმობენ. გრეჩიხას ვუსმინე იმედზე და ტრადიციულად წამოროშა: იქნებ მე ირანთან მინდა ვაჭრობა, კაი ბიზნესი კეთდება, ამერიკა რატომ უნდა მიშლიდესო. ნუუ, მთლად რუსეთი ვერ თქვა, არადა მაგის თქმა უნდათ, რუსეთთან გვინდაო ურთიერთობა. ისეთი ფონი ჩაუფინეს აქციაზე, ეკონომიკური სასწაული მოხდებაო, ხალხი გამდიდრდებაო, თუ ეკონომიკური სუვერენიტეტი გვექნებაო. ანუ, მიგვიშვით რუსეთთანო.
მგონი ვცდებით ამათ ბოდვებს პასუხს რომ არ ვცემთ. ამიტომ მოკლედ ვეტყვი მოღალატე ჩლუნგებს:
ევროკავშირის და აშშ–ს წილი მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით 40პროცენტია. ამას დაუმატე დიდი შვიდეულის ქვეყნები – იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და მიიღებ 50%–ს. ანუ მსოფლიოს 31 უმდიდრესი ქვეყანა გვეძმაკაცება, გვეხმარება, ვაჭრობისთვის, მიმოსვლისთვის, ბიზნესის კეთებისთვის სივრცეს გვიხსნის, მსოფლიოს უმდიდრეს ბაზრებზე წვდომას გვაძლევს, მზად არის აქ ინვესტიციები ჩადოს, ოღონდ ერთადერთი ის უნდათ, დემოკრატიული ქვეყანა იყავითო, ავტოკრატიებთან ჩვენ არ ვძმაკაცობთო. ქოცები გვიმტკიცებენ, ეგენი არ გვინდაო, რუსეთთან და ირანთან ვაჭრობა გვინდაო. ეგ გაგვამდიდრებსო. ირანის წილი მსოფლიო ეკონომიკაში – 0.56%, რუსეთის –1.95%. რა ქნან, მაინცდამაინც ეს 2.5% ეძვირფასებათ, მანდ ხედავენ საქართველოს გამდიდრების შანსს გრეჩიხები და ქოცები. ახლა ამათ რა უნდა უთხრა? რა ენაზე უნდა ეკამათო?”
კომენტარები