ნიკა მე მგონია მალე გამოვა, სხვა საშველი ამ მთავრობას არ აქვს. ევროპა და ამერიკა ფეხზე დგას – ამბობს ანზორ მელია “დღის სტუმარში” საუბრისას.
ნიკა მელიას მამა შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთხელ შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის მოსალოდნელი იყო ღარიბაშვილის ასეთი ქცევა:
ის ხომ დამოუკიდებელი არ არის, ალბათ კარგად გაჯორეს ღამე, მაგრამ პრეზიდენტმა რაც ილაპარაკა თვალებზე ცრემლი მომადგა. პატარა საქმე ხომ არ არის 41 წლის ასაკში ასეთია ავტორიტეტი დაიმსახურო, ასე სჯეროდეთ დიდ პოლიტიკოსებს – ამბობს ანზორ მელია
ანზორ მელია ამბობს რომ საზოგადოებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას გრძნობს რისთვისაც ის მადლობას უხდის ყველას და პატარა სანდროზე საუბრობს:
მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამ ბავშვმა იცის რაღაცა. ბოლო პერიოდში სხვანაირად იქცევა ცოტა მაგრამ, ამას არ ამჟღავნებს. ძალიან გონებაგახსნილი ბავშვია და ყველაფერი კარგად რომ დამთავრდება ის იამაყებს თავის მამით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ არ ველაპარაკოთ ამ თემაზე, ტელევიზორი არ ჩავრთოთ…ვახალისებთ სანდროს …:
კომენტარები