მიანმარში მიწისძვრის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა, – ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო ლიდერმა, მინ აუნ ჰლაინიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
გარდაცვლილთაგან 96 ნეი პიი ტაუში, 18 საგაინგში, ხოლო 30 მანდალაიში დაფიქსირდა.
დაშავებულთაგან 132 ნეი პიი ტაუშია, 300 – საგაინგში, ხოლო სხვა რეგიონებში ზუსტი მონაცემები ჯერ კიდევ დგინდება.
ტაილანდში, როგორც უკვე ცნობილია, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უცვლელია.
კომენტარები