გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ერთი რამ უნდა გითხრათ და ნუ გეწყინებათ, გულსაც ნუ გაიტეხთ და უბრალოდ დასაფიქრებლად ვამბობ.
ისევ საქართველოს ერთადერთ არჩეულ და ცოცხალ პრეზიდენტზე უნდა დავწერო.
2018 წლიდან მოყოლებული,
ჯერ სატელეფონო და მერე პირადულ საუბრებში,
2021 წლის ფრანკფურტში შეხვედრის ჩათვლით,
ჩემი სიტყვები და თხოვნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო ორი რამ
პირველი
,,მიაყარე მიწა ლეშებს, თუარა დავიხრჩობით,
ახლა ვიხრჩობით
პოლიტიკური ლეშიც ლეშია და სულერთია ვინ ამოთხრის და ,,წამოაყენებს,, მაინც ლეშად დარჩება.
ეს ბინებრივი რამაა და ბუნების სვლა იქნება და უმოკლესი ხნით შეცვალო, მაგრამ, ვერასოდეს შეცვლი.
მეორე თხოვნა იყო
,, მონას აქვს ნებისმიერ წამს საშუალება, თქვას რომ არაა მონა. ვინც ამას არ ამბობს, არის მონა და ნუ გავხდით მონებს პოლიტიკოსებად,,
მონობა კი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკოსისა თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის ბიძინას ეპოქასა და დროში გამდიდრებასთან.
ამაზე მარტივი ლუსტრაცია არ არსებობს.
მოკლედ,
ვართ ახლა იქ, სადაც ვართ და საქართველოდან წასული ყველა ჩემი ნაცნობმეგობრის მთელი თავისუფალი დრო,
მთელი შეგნებული აზროვნება დაკავებულია იმით, რომ
,,რაღაცა გავაკეთოთ, ვიაქტიუროთ საქართველოს პრეზიდენტის დასახსნელად,,
დღედაღამ დისკუსიები
ასობით ფორუმი და ვოტსაპჯგუფი და მესენჯერის ჯგუფი და ფბს თუ ინსტაგრამის გვერდია ამ საქმით დაკავებული,
მთელს გლობუსზე
ამერიკიდან ევროპამდე და გრელანდიიდან ავსტრალიამდე.
არაფერი არ გამოვა, იმიტომ კიარა რომ არასწორი საქმეა, ან ძალა და ფინანსები არ გვაქვს, ან ბიძინა გვიშლიდეს რაიმეში ხელს.
არ გამოვა, იმიტომ რომ ასე საქმე არ კეთდება და არც არასოდეს გაკეთებულა არცერთი საქმე იმ ადამიანების გარეშე, იმ სრუქტურების გარეშე, რომელიც საქმესთან პირდაპირ კავშირშია.
რაა პრობლემა?
პრობლემაა კოორდინაცია და ორგანიზაცია და ამაში საერთოდ და ერთი მეთასედი პროცენტითაც არ ვგულისხმოდ ჩვენს, მოქალაქეთა, ემიგრანტთა თუ დაინტერესებულ პირთა კოორდინაციას.
არავითარ შემთხვევაში.
კოორდინაციას და გაერთიანებას უნდა საკუთარი ცენტრი და უნდა აუცილებელი შემადგენლობა, რომლის გარეშეც არავითარ კოორდინაციას და გაერთიანებას არ ექნება აზრი.
ეს კოორდინაცია შესაძლოა მოხდეს სამი ცენტრის გარშემო და აქ მეოთხე და მეხუთე ცენტრის არსებობს გამორიცხულია, თეორიულადაა შეუძლებელი.
ვინ და რა შეიძლება იყოს გამაერთიანებელი, საკოორდინაციო ცენტრი?
ეს ცენტრი და კოორდინატორი უნდა იყვნენ
ან მიშა სააკაშვილის ადვოკატები.
ან მისა სააკაშვილის პარტია
ან მიშა სააკაშვილის ოჯახი
სხვა აქ ვერც ჩაეკვეხება, ვერც დაემატება და ვერც ვერაფერს გააკეთებს.
იდეალურ შემთხვევაში ეს სამი აბსოლუტურად აუცილებელი მოქმედი ჯგუფი უნდა ჰგაერთიანდეს ერთ ცენტრად და ყველა დაინტერესებული ჯგუფის, პირის, რესურსის გაერთიანება და კოორდინაცია უნდა მოხდეს ამ ცენტრის გარშემო,
ამ ცენტრის სამოქმედო გეგმის გარშემო.
ყველა სხვა ვარიანტი არის არამარტო უბრალოდ წყლის ნაყვა და საკუტარი სინდისის დაწყნარება,
არამედ ამ სრულიად არაფრისმომტანი დროის ხარჯვით, ენერგიის ხარჯვით
ეს ადამიანები,
იდეებიანი, ჭკვიანი, განათლებული, ანალიზის უნარიანი, ფინანსების მქონე და რაც მტავარია პატრიოტი ადამიანები სცილდებიან რეალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, სცილდებიან საქართველოს რეალობას და
ბურთიც, მოედანიც და მაყურებელიც რჩება ბიძინისტანს, ოლიგარქს, მის მონამორჩილ მყვლეფელებს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რეალობაა და არაა ძნელი საქმე, თუკი ის სამი უმნიშვნელოვანესი მოქმედი და ცენტრალური ჯგუფი
ოჯახი, ადვოკატები და პარტია ჩამოყალიბდება ერთ მონოლითურ ჯგუფად სახელად
,,თავისუფლება საქართველოს ერთადერთ თავისუფალი არჩევნებით არჩეულ პრეზიდენტს,,
თუკი იმ ზემოჩამოთვლილი სამი მოქმედიდან რომელიმე ერთი იტყვის უარს ამ ცენტრის ჩამოყალიბებაზე და მის კოორდინაციაზე, მაშინ ეს უნდა გასაჯაროვდეს და არც ესაა პრობლემა
ორიც საკმარისი აღმოჩნდება, უბრალოდ გვეცოდინება, რომ ის, ვინაც არ ისურვა კოორდინაციის ხელში აღება, არაა ის, ვინც გვეგონა.
კოორდინაციას კი,
როგორც გითხარით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებს ვერავინ სხვა, გარდა იმ ზემოთხსენებული სამი ჯგუფისა, რომელსაც კიდევ ერთხელ და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი
. ენმს პოლიტსაბჭო და პარალამენტარების ჯგუფი
. პრეზიდენტის ადვოკატების ჯგუფი
. პრეზიდენტის ოჯახი”
კომენტარები