ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“მოდი გავარჩიოთ მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას სიტყვები.
მაგალითად, რომელიმე მედიასაშუალებამ მიკროფონი შეიძინა ან წამყვანს პიჯაკი უყიდა. მიტოპოლიტს ვინ ეკითხება ამ ამბავს ?! ამ კერძო მედიასაშუალების მეწილეა ? მენეჯმენტშია ? თანამშრომელია ? ან რა იცის მიტროპოლიტმა რომელი ჟირნალოსტი საკუთარი ნაშრომიდან ვის და რამდენით ეხმარება ?!
ახლა შევეხოთ სასულიერო პირების ავლადიდებას. ჩვენ, ვინც მართლმადიდებლები ვართ, ეკლესიის ნაწილად მივიჩნევთ თავს. გარდა ამისა, ეკლესიის შემოსავლის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გადარიცხული და რომ მოვიკითხავთ, რაში იხარჯება, ეგეც აბრაზებთ. პლუს ხელისუფლებების მიერ გადაფორმებულია მიწები. წინასაარჩევნოდ კი, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნამდვილი აღებ-მიცემობა აქვთ გაჩაღებული. ანუ პოლიტიკაში ღიად ერევიან. ამასაც ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ როცა მათ ქმედებას ვინმე შეაფასებს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია.
აქედან გამომდინარე – როცა ეპისკოპოსს 120 000-დოლარიანი მანქანა უჩნდება, ყველას აქვს შეკითხვისა და შეფასების უფლება. საერთოდ ყველაფრის შეფასების უფლება აქვს ხალხს. მიტოპოლიტ ანტონსაც აქვს ამის უფლება, მაგრამ მისი ეს სიტყვები უსუსური მცდელობაა.
ვნახოთ, მედიასაშუალების მიკროფონი უფრო უარყოფითად იქნება აღქმული თუ 120 000-დოლარიანი ავტომანქანა.
ასე რომ, ტყუილად ბრაზდება ეკლესიის მრევლის ნაწილის მწვავე რეაქციაზე.
მიდი, მეუფე, მიაწექი, თქვენია ეს ქვეყანა. იმედია, მალე კერძო თვითმფრინავებზეც გეყოფათ ფული.”
კომენტარები