ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მედიასთან პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ძალიან კარგ ადგილზეა” და ერთიდაიგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან.
“პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ შემოთავაზება იყო 2012-ში. არ გიმალავთ ჩემს ასაკს 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია.
ვცდილობ ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონია სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში… მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ. პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი სურვილი არ მაქვს. ერთიდაიგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განმარტა გამყრელიძემ.
გავრცელებული ინფორმაცით, “ქართული ოცნება” ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს კანდიდატების სარჩევნო სიაში ჩასმას აპირებს.
“ალიას” ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ, “ოცნებას” თავისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჩასმა შესთავაზა საარჩევნო სიაში.
კომენტარები