„არავითარ შემთხვევაში, ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ“, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ გლდანში, შესაძლოა, ნიკა მელიამ გაიმარჯვოს და მას პოლიტიკიდან წასვლა მოუწიოს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პოლიტიკიდან ნამდვილად წასვლას გლდანში მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე ამბობს: “ვადასტურებ კიდევ ერთხელ”.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ “ოცნების” კანდიდატიდან – კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა.
კომენტარები