სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
,,გუშინდელი საკომიტეტო სხდომის შთაბეჭდილებების ქვეშ, დღესაც ვაგრძელებ ფიქრს და ამოჭრილ ვიდეოებს ვუყურებ:
ლაშას ვუსმინე, ტუღუშს. ამ კაცს სულ ექსპერტად მიიჩნევდნენ შინ და გარეთ და ისიც ნელი საუბრით, ყოველთვის “იფერებდა” ჭკვიანი ექსპერტის როლს. ვუსმენ და აზრს ვერ აყალიბებს, ელემენტარულად, საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამს! მიედება-მოედება, თუ თქვენ გაინტერესებთ ჩემი აზრიო, და ამ აზრამდე ვერა და ვერ მივიდა . . . ევროპა კარებს დაგვიკეტავს!-ეს იყო დედააზრი იმ აზრისა, რომელიც ვერა და ვერ ჩამოაყალიბა! 🙂
“განსწავლული” ლუზერი “ლიდერი”, არმაზ ახვლედიანი ძალიან საინტერესო მოვლენაა; კურსები აქვს, სადაც ლიდერად ჩამოყალიბებას ასწავლის, თავად კი ვერ ჩამოყალიბდა! 🙂 გესლი ლიდერად არავის აყალიბებს, ლიდერს საკუთარი აზრი სჭირდება, და კიდევ, ინდივიდუალობა! 🙂
ნანა კაკაბაძე- ეს იყო გამოსვლა; წარსულის მიმოხილვა, შეჯამება, ანალიზი, პლუს ემოცია! არც აზრის წყვეტა იყო, არც ადგილის ტკეპნა, არც საკუთარი ხმით ტკბობა 🙂
როგორ შეიცვალა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, თუნდაც გააზრებაში, მიწოდებული აზრის გაფილტვრაში, თუნდაც აღქმებში-როგორ გაიზარდა! მეორე კი, ფსევდოდასავლური, მარადმწვანე პარაზიტული და ნეგატივისტური, რომელიც საკუთარ წვენში იხარშება, როგორი პრიმიტიული დარჩა, როგორი ბავშვური, ინფანტილური!”
კომენტარები