ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს სომხეთში ვიზიტზე თანხმობას აძლევს – ვიზიტი 28-29 აპრილს შედგება. არალეგიტიმური პრემიერის განკარგულება 15 აპრილით თარიღდება.
“საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე” – წერია განკარგულებაში.
კომენტარები