ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტები „მიყარეს“ და თავად, მშვიდად არიან.
„მოძალადე იყო ერთადერთი მხარე – ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამის ჩატარებას აპირებდნენ და ის 15 პარტია, რომელმაც ეს ყოველივე გამოიწვია. ამით გინდათ ევროპაში შესვლა? პირდაპირ რესეთში მიაქანებთ ყველაფერს.
ძალიან ცუდია, დაშავებულები რომ არიან. გასარკვევია, საერთოდ, რა მოხდა. უნდა მივიდე ლოცვაზე. უბრალოდ, დავდივარ, რომ რამე ისეთი არ მოხდეს. რომ ვილოცებთ, წავალთ. ისინი რომ გამოვიდნენ, რა უნდა გააკეთონ? ვიცოდით, რომ ასეთი ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მიგყარეს ჟურნალისტები და თვითონ არიან სადღაც, წყნარად“
კომენტარები