მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
,,ზოგი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ გეგმას ელის, ზოგი მოწოდებას. ამას ვერ ისმენენ, ბრაზდებიან და რჩებიან სახლში;
ვიღაც უხასიათოდაა, ვიღაცამ ცუდი სიზმარი ნახა და ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება გაუსვლელობით;
ერთს დღეს სამეცადინო აქვს, მეორეს კოლოკვიუმი მოადგა კარს და გადაწყვიტა, რომ უკვე ნამეცადინები ხალხიც ეყოფა აქციას;
ჩემი აზრით კი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ჯერ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მერე საერთო. ვიგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობას? – შანსი გვექნება. სათანადოდ ვერ გავიაზრებთ? – ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტენ – რა ვთქვათ, რაზე გავჩუმდეთ, რა გაგვიხარდეს და რაზე ვიტიროთ.
ნუ დაელოდებით სხვების ძახილს, მიჰყევით საკუთარი სინდისის ხმას და ასე მგონია, რომ რომ საჭირო ადგილას მიგიყვანთ.
პირადად მე მელიქიშვილის გამზირისკენ მეძახის.”
კომენტარები