საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
დაიჯესტი დაინტერესდა შეეხება თუ არა აღნიშნული ფინანსური დახმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ფულად დახმარებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც 0-დან 17-წლის ასაკის არის.
რაც შეეხება თუ როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა – მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თანხის მიღებისთვის საჭირო პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია ცნობილი მომდევნო კვირას გახდება.
დაიჯესტი
კომენტარები