რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საზოგადოება ვირუსის მიმართ გაცილებით ამტანი შეიძლება გავხადოთ, თუნდაც იმ საკვები პროდუქტებისა და ვიტამინების მიღებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი.
“ჩვენ ძალიან ადვილად, თუნდაც კვებითი უზრუნველყოფით, ან კონკრეტული ვიტამინებით უზრუნველყოფით, შეგვიძლია გარკვეული დროის შემდეგ, მივიღოთ გაცილებით უფრო რეზისტენტული პოპულაცია ინფექციის მიმართ და ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული ანტიოქსიდანტებით, ძალიან მდიდარია ჩვენი ტრადიციული კულინარია.
დავიწყებ მხოლოდ იმით, რომ სეზონი გვაქვს, ციტრუსები გვაქვს ძალიან ბევრი. ციტრუსები, კაკალი, კაკლის რიგში ჩამდგარი ნივთიერებები, თაფლი, ასევე წითელი ღვინო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ წყაროდ, თუმცა ამას რეკომენდაციას, როგორც ანტიოქსიდანტს ვერ მივცემ, რადგან ძალიან ცოტას მივიღებთ ანტიოქსიდანტს ალკოჰოლის მიღებით.”
კომენტარები