ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ –მიხაილო პოდოლიაკზე:
“გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკი… ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მიხედე – ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა”. – ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგასხენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სანქციებზე საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას თქვა, რომ – “სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას”.
კომენტარები