ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას გულისხმობს. თოდუას განმარტებით, მან დააყენა შუამდგომლობა, სადაც ის უზენაესი სასამართლოდან მოითხოვდა მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენს სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად.
მას ეს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა, თუმცა ადვოკატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მას აღნიშნული დოკუმენტები არ გადასცა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.
28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.
რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ფოტო: იმედინიუსი
კომენტარები