მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესები შესაძლოა, საავადმყოფოში გაიმართოს.
მოსამართლე მზადაა მესამე პრეზიდენტის დაკითხვა მის პალატაში შედგეს. მესამე პრეზიდენტი უკვე რამდენიმე კვირაა პროცესებს ვერ ესწრება, ამიტომ დღეს, უკვე სხდომების პალატაში გამართვა მოსამართლემ მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ექნება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, რომ გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება.
“მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარებაც– თქვა მოსამართლემ.
კომენტარები