საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინა ხუთ სახელმწიფოდ დაიყოფა, თუ ასე გაგრძელდა.
სააკაშვილმა ისუაბრა იმაზე, რომ უკრაინის რეგიონულ ხელისუფლებებს თავისი არმია აქვთ, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ ეკონომიკური კრიზისის დროს. ეს კი, სააკაშვილის თქმით, გარდაუვალია პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდის წარუმატებელი პოლიტიკის გამო.
ის ამბობს, რომ უკრაინას არ აქვს დრო, ეკონომიკური ვითარება შეცვალოს, ხოლო არსებული ვითარების შენარჩუნებისას ყველაფერი ფუჭი იქნება.
„ეს დიდი კრიზისი ქვეყნის ჩამონგრევაში გადაიზრდება“, – ამბობს სააკაშვილი.
კომენტარები