საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით უკრაინაში სამშენებლო ნებართვების გაცემა გამარტივებული და დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კორუფციის გარეშე მოხდება. სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნა უკრაინის სამშენებლო და არქიტექტურული ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი,
რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო დავალება და 1 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგება.
მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის პარლამენტში გატანილი ახალი კანონის შესაბამისად ნებართვების გაცემა შეეძლებათ კერძო ინსპექტორებს, რომლებიც იგივე სტილით იმუშავებენ როგორც ნოტარიუსები რაც უზრუნველყოფს მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერი სამშენებლო და არქიტექტურული ნებართვის სრულყოფილად გაცემას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი სიტყვითაც გამოვიდა უკრაინის მშენებელთა ყრილობაზე.
კომენტარები