უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის გაწვევას, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ.
“ასეთი არაფერი მომხდარა. ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა ეკრაინის რადის ერთ-ერთ ფრაქციასთან – “გოლოს“. ამიტომ არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ბარამიძემ “2020NEWS“-თან.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია. ინფორმაციას სააგენტო „ცენზორ ნეტის“ ჟურნალისტი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ფრაქციამ – “ხალხის მსახური“ დაბლოკა
კომენტარები