უკრაინის მთავრობამ პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაურიანი ისტორია დასრულებულია – კანდიდატურის მხარდაჭერა დაიბლოკა და ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება შემდეგ. „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 248 დეპუტატს შორის 140-170 ხმის მობილიზება შეძლო.
ასეთი დაბალი მხარდაჭერა გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საჯაროდ სააკაშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა არ გამოუთქვამს. შესაძლოა ეს მიდგომა მომავალში შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ინიციატივა შეაჩერა“, – წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.
კომენტარები